LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი წულაიას აქცია-პერფორმანსი: პარლამენტის შენობასთან კუბო მიიტანეს და სამგლოვიარო სიმღერა შეასრულეს

134

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დაწყებამდე,პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა ქუთაისის პარლამენტის შენობასთან აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. პარტიის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან დოლ-გარმონის თანხლებით მუყაოსგან გაკეთებული ჩასასვენებელი და გვირგვინები მიიტანეს.  გოგი წულაიას განცხადებით, ისედაც დასამარებული პარლამენტი დღეს საბოლოოდ დასამარდება.

“ამ ფორმით გამოვხატეთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის პარლამენტი და მთავრობა. პარლამენტს ყველა ხელისუფლების პირობებში უჭირდა, მაგრამ სულს ღაფავდა, ბიძინა ივანიშვილის პირობებში კი საბოლოოდ დასამარდა”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

პარლამენტთან ასევე მუსიკოსებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც სამგლოვიარო სიმღერა შეასრულეს.

 

https://www.facebook.com/dachi444/posts/10214771246371967

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები