LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონა, რომლის გამოც ლეომ ნინა აგდალი მიატოვა

167

მოდელი ნინა აგდალი იმ ცნობილი ქალების სიას შეუერთდა, რომლებიც ლეონარდო დიკაპრიოს ყოფილ მეგობარ გოგოებს წარმოადგენენ. როგორც გამოცემა RadarOnline წერს, არსებობს ქერათმიანი ლამაზმანი, რომელიც ამ დაშორებაში, შესაძლოა, მთავარ როლს თამაშობს.

ინსაიდერების ცნობით, გოგონას როქსი ჰორნერი ჰქვია და დიკაპრიომ ის გასულ წელს ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში გაიცნო, შესაბამისად, მათი რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც ლეო ჯერ კიდევ აგდალს ხვდებოდა.

„დიკაპრიო როქსის იმ პერიოდში სწერდა, როდესაც ყველამ იცოდა, რომ ნინა მისი მეგობარი გოგო იყო. ისინი მეგობრობდნენ, მაგრამ ლეოს ყოველთვის მეტი სურდა“ – აცხადებს წყარო.

სხვა წყაროს ცნობით კი, ჰორნერს რომანი აქვს ბრიტანელ მუსიკოსთან და ის იმ მოდელების რიცხვს არ განეკუთვნება, რომლებიც ოსკაროსან მსახიობზე თავს კარგავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები