LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონა უიშვიათესი გენეტიკური პათოლოგიით 15 წლის გახდა

60

კოლუმბიელი მაგალი გონსალეს სიერა პროგერიის ურთულეს დიაგნოზს ებრძვის. ესაა უიშვიათესი გენეტიკური პათოლოგია, რომელიც იწვევს სახის კანისა და შინაგანი ორგანოების ნაადრევ დაბერებას. საბავშვო პროგერიას გეტჩინსონ-გილფორდის სინდრომსაც ეძახიან.

მისი ასაკის გოგონების მსგავსად მაგალი გონსალეს სიერას უყვარს ცეკვა, მუსიკა და ხატვა. დაავადებამ საგრძნობლად შეცვალა მისი გარეგნობა. გოგონა მხოლოდ 15 წლისაა, თუმცა 90 წლის გარეგნობა აქვს. მას ექიმები 13 წელზე მეტხანს სიცოცხლეს არ უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა გოგონა უკვე 15 წლისაა. იუბილე მაგალის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს, საიუბილეო წვეულებისთვის მზადების პროცესში მთელი ოჯახი ჩაერთო. გოგონას ქუჩაში სპეციალური მანქანებით მიესალმნენ, საცეკვაო სტუდიამ  მისი საყვარელი ნომერი მოუმზადა, მაკიაჟიც მის მიერ შერჩეული ფოტოდან გაუკეთეს, ხოლო კაბა ცნობილმა კოლუმბიელმა დიზაინერმა შეუკერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები