LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონამ თავის მოკვლა Facebook Live–ის მეშვეობით სცადა

120

აშშ–ში, ჯორჯიის შტატში, მოზარდმა გოგონამ თავის მოკვლა სოციალური ქსელის ლაივსტრიმის დროს სცადა. თუმცა, FB Live–ს მაყურებელმა, 911–ში დარეკა და გოგონა სიკვდილისგან იხსნა.

ტელეგრაფის ცნობით, შეტყობინებისთანავე, მოზარდის სახლთან სასწრაფო დახმარების და საპატრულო მანქანები გაიგზავნა.

მათ ადგილზე მისვლა დროულად შეძლეს და გოგონა, რომელსაც აბები ჰქონდა დალეული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„კარგია რომ ხალხი ამას უყურებდა, მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ჩვენ რომ დაგვირეკეს, რომ არა FB Live–ს მაყურებელი ეს შემთხვევა ბევრად უფრო ტრაგიკულად დასრულდებოდა“, – განაცხადა შერიფმა და აღნიშნა, რომ მოზარდს უბრალოდ მეტი ყურადღება სჭირდება.

ეს პირდაპირ ეთერში სუიციდის მცდელობის პირველი შემთხვევა არ არის. 14 წლის ნაიკა ვენანტმა, მიმდინარე წლის მარტში თავი სწორედ FB–ს ლაივსტრიმის დროს მოიკლა.

ამის შემდეგ Facebook-მა სუიციდთან ბრძოლაში ხელოვნური ინტელექტის ჩართვა განიზრახა. სპეციალური ალგორითმი პოსტებისა და მესიჯების მიხედვით გამოავლენს სუიციდურ აზრებს და რისკის ქვეშ მყოფ მომხმარებლებს გადაამოწმებს.

 

თვითმკვლელობის საფრთხეზე შეტყობინების ოფცია პირდაპირ FB Live–შიც იქნება ინტეგრირებული. ამ ინფორმაციის მონიტორინგისთვის FB-მ 3000 თანამშრომელი დაიქირავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები