LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონას სელფი, რომელიც სოციალურ ქსელებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტრიალებს

185

ვინ წარმოიდგენდა, რომ ერთი სელფი სოციალურ ქსელებში ხმაურს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვევდა?!

ნიუ ორლეანელი ელისა ბორდელონი „ტვიტერის“ მომხმარებელია. მან სავახშმოდ წასვლამდე სოციალურ ქსელში სელფი განათავსა.

„ეს კაბა რომ ჩამეცვა, სავახშმოდ წასვლა გადავწყვიტე,“ – წერს ელისა.

 

 

სელფიმ ათასობით ადამიანის ყურადღება მიიქცია, თუმცა არა იმიტომ, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლებს გოგონას კაბა მოეწონათ. ელისას უკან ჩანს საშინლად არეული ოთახი, რომელიც, სავარაუდოდ, მის პატრონს რამდენიმე თვეა, არ დაულაგებია.

 

 

 

 

ოთახის არეულობით შეშფოთებულ მომხმარებლებს ელისა გამოეხმაურა, მან საიტზე GoFundMe  ანგარიში გაიხსნა და დაწერა, გადაერიცხათ თანხა და დახმარებოდნენ, ოთახი დაელაგებინებინა ვინმესთვის, რადგან თავად „ოთახის დასალაგებლად ხშირად დრო არ აქვს“.