LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონები, რომლებსაც პრინცი ჰარი მეგან მარკლიმდე ხვდებოდა

389

დღეს პრინც ჰარისა და მისი ახალი რჩეულის, მეგან მარკლის პოპულარობამ უილიამისა და ქეით მიდლტონის რეიტინგსაც კი გადაასწრო. მედია ამტკიცებს, რომ კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე მალე გაჩნდება ინფორმაცია პრინც ჰარისა და მსახიობ მეგან მარკლის ნიშნობაზე. იქამდე კი ვიხსენებთ გოგონებს, რომლებსაც ჰარი მეგან მარკლიმდე ხვდებოდა.

ჩელსი დეივი

ჩელსი ჰარის პირველი შეყვარებულია, რომელიც მონარქმა სკოლაში გაცნო. წყვილი მალევე დაშორდა, რადგან ჩელსი სასწავლებლად სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, ჰარი კი ბრიტანეთში. ამის შემდეგ წყვილი დროგამოშვებით ხვდებოდა ერთმანეთს. პრინცმა დეივი სამეფო ოჯახსაც გააცნო და გოგონა რამდენჯერმე ახლდა მას ოფიციალურ შეხვედრებზე. უკანასკნელად ისინი ერთად პრინც უილიმისა და ქეით მიდლტონის ქორწილზე ვიხილეთ. დღეს ჩელსი დიზაინერია და როგორც მედია წერს, თავის ბოიფრენდზე, ჩარლზ გუდზეა დაქორწინებული.

 

კრესიდა ბონასი

მსახიობსა და მოცეკვავეს კრესიდა ბონას ჰარი 2012-2014 წლებში ხვდებოდა. წყვილი ოფიციალურად ერთად ფილმის „ბეტმენი“ პრემიერაზე გამოჩნდა. პრინცი ჰარი კრესიდას დის ქორწილზე და სხვადასხვა საოჯახო წვეულებაზეც ახლდა. მართალია მედია მათ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, თუმცა, კრესიდა ბონასისთვის მიუღებელი აღმოჩნდა სამეფო ოჯახის ცხოვრების წესი და მედიის გადაჭარბებული ყურადღება. დღეს კრესიდა თავის ყოფილ ბოიფრენდს, ჰარი ვენტვორტ-სეტენლის ხვდება.

მოლი კინგი

ქერათმიანი ლამაზმანი ჯგუფიდან Saturdays ასევე პრინცი ჰარის მეგობარი გოგონა გახლდათ. დღემდე არ არსებობს წყვილის ერთობლივი ფოტო, თუმცა დაშორების შემდეგ კინგი გამოტყდა, რომ ჰარის მართლაც ხვდებოდა.

ფლორენს ბრუდნელ-ბრიუსი

ამბობენ, რომ ქერათმიან ლამაზმანს პრინცი ჰარი ჩელსი დევისთან დაშორების შემდეგ ხვდებოდა. მართალია ურთიერთობა ხანმოკლე აღმჩნდა, თუმცა, მედია ამ თემაზე კიდევ დიდხანს წერდა.

ნატალი პინკჰემი

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ჩელსი დეივთან ურთიერთობამდე პრინცი ჰარი ტელეწამყვან ნატალი პინკჰემზე იყო შეყვარებული. მართალია წყვილი დიდი ხნის მანძილზე მალავდა ურთიერთობას, თუმცა, არსებობს ინფორმაცია მათი ერთობლივი მოგზაურობების შესახებ.

ასტრიდ ხარბორდი

ეს იყო პრინც ჰარის ხანმოკლე გატაცება ჯერ კიდევ ჩელსი დეივთან ურთიერთობის პერიოდში. საინტერესოა, რომ ასტრიდი ქეით მიდლტონის ახლო მეგობარია.

კეროლაინ ფლეკი

ჰარი სატელევიზო შოუ X Factor-ის წამყვანს ცოტა ხნის მანძილზე ხვდებოდა. როგორც თავად ფლეკი ამბობს, ურთიერთობა მაშინ დასრულდა, როცა ამის შესახებ პრესისთვის გახდა ცნობილი.

კამილა რომსტრანდი

ნორვეგიელი მომღერალი სამეფო ოჯახს საპატიო სტუმრის ამპლუაში ეწვია და პრინცი ჰარიც იქ გაიცნო. ამბობენ, რომ ჰარი იმდენად გაიტაცა ამ ნაცნობობამ, რომ რომანიც მალევე დაიწყო, თუმცა, არანაირი ოფიციალური ინფორმაცია წყვილის შესახებ არ არსებობს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები