LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლდენ სტეიტი ფინალში გავიდა: ზაზა ისევ არ ყოფილა

41

„გოლდენ სტეიტმა“ დასავლეთ კონფერენციის ფინალი „სან ანტონიოს“ მშრალად მოუგო.
„უორიორსი“ ზედიზედ მესამედ გავიდა NBA-ს ფინალში.

„გოლდენ სტეიტმა“ მეოთხე თამაშიც მოუგო მეტოქეს და ანგარიში 4:0 გახადა. ამასთან, ზაზა ფაჩულიას გუნდი გახდა ისტორიაში პირველი, რომელმაც პლეი-ოფების სტარტიდან მიჯრით 12 მატჩი მოიგო.

„გოლდენ სტეიტის“ მოწინააღმდეგე დიდ ფინალში „კლივლენდსა“ და „ბოსტონს“ შორის გამარჯვებული იქნება. ჯერჯერობით „კლივლენდი“ 2:1 იგებს და აშკარა ფავორიტად მიიჩნევა.

ზაზას ტრავმის გამო არც მეოთხე შეხვედრაში უთამაშია.
კვირას “უორიორსმა” ვარჯიში გამართა, რომელშიც ზაზამ სრულფასოვნად ვერ მიიღო მონაწილეობა. ამიტომ ქართველი ცენტრი, ისევე, როგორც მესამე მატჩში, “გოლდენ სტეიტის” სათადარიგოთა სკამის უკან იჯდა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა “სან ანტონიოსთან” მეორე მატჩში დაშავდა, როცა ბურთი ჩატენა, მაგრამ მოედანზე ცუდად დაეშვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები