LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლდენ სტეიტმა ჩემპიონზე შური იძია: ზაზამ მოხსნებში ივარგა

40

“გოლდენ სტეიტმა” რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში მოქმედ ჩემპიონ “კლივლენდ კავალიერსს” უმასპინძლა დამაჯერებლად 126:91 მოუგო.

მასპინძლებმა მრისხანე მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. მაქსიმალურმა სხვაობამ ანგარიშში 39 ქულასაც კი მიაღწია.

ეს წაგება “კავალიერსისთვის” ამ სეზონში უკვე მე-11-ეა, თუმცა ლებრონი და ბიჭები ჯერაც ლიდერობენ აღმოსავლეთ კონფერენციას.

ქართველი ცენტრი ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20 წუთზე მეტი გაატარა. ფაჩულიამ 4 ქულა, 13 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ დრეიმონდ გრინთან ერთად ჩვენიანმა შეხვედრაში ყველაზე მეტი მოხსნა მოაგროვა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე “გოლდენ სტეიტის” მცველი კლეი ტომპსონი იყო 26 ქულით. 20 ქულა და 11 პასი მიითვალა სტეფ კარიმ, დრეიმონდ გრინმა კი ტრიპლ-დაბლი გაიფორმა: 11 ქულა, 11 პასი და 13 მოხსნა. “კლივლენდში” გამოსარჩევი ლებრონ ჯეიმსი იყო 20 ქულითა და 8 მოხსნით.

“გოლდენ სტეიტს” მომდევნო მატჩი 19 იანვარს, შინ “ოკლაჰომასთან” აქვს. დღესათვის „მეომრები“ 35 მოგებით (6 მარცხი) კონფერენციას ლიდერობენ.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/warriors/videos/10155063924867526/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები