LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლის გარეშე ვერ მოიგებ: მადლობა ბიჭებს, რომლებიც მონდომებით თამაშობენ

89

საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო ოფიციალური მატჩი სერბეთში გამართა. ვლადიმირ ვაისის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში სერბეთთან 1:0 დამარცხდა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა პრიოვიჩმა გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ სერბეთმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი პირველ ადიგლზე დაასრულა და მომავალ წელს რუსეთში დაგეგმილ მუნდიალზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო ოფიციალური მატჩი სერბეთში გამართა. ვლადიმირ ვაისის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში სერბეთთან 1:0 დამარცხდა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა პრიოვიჩმა გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ სერბეთმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი პირველ ადიგლზე დაასრულა და მომავალ წელს რუსეთში დაგეგმილ მუნდიალზე ითამაშებს.

 

სერბეთთან მატჩი, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე შეაფასა. ვლადიმირ ვაისი:

 

„პირველ რიგში, მსურს მივულოცო სლავოლიუბ მუსლინს, ფეხბურთელებს და ყველა გულშემატკივარს. სერბეთი ჯგუფში საუკეთესო გუნდია და შესაბამისად პირველ ადგილზე გავიდა. ასეთ სიტუაციაში ბოლო ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის რთულია, მაგრამ მათ გაიტანეს გოლი და მოიგეს. ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ შეტევაში უკეთესი თამაში გვჭირდება, რადგან გოლის გარეშე ვერ მოვიგებთ და შესაბამისად ვერც ქულებს მოვიპოვებთ. ამაზე უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ.
ჩვენ რთულ თამაშს ველოდით. სერბეთს ბევრი გამოცდილი და მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს. დუშან ტადიჩი თავის პოზიციაზე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მასთან ერთად ამ გუნდში მატიჩი, კოლაროვი და სხვა მაღალი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ. ეს ამ თაობის წარმომადგენლებისთვის ბოლო შანსი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად და აქედან გამომდინარე ყველამ იცოდა, რომ რთული თამაში გვექნებოდა. პირველ ნახევარში ტადიჩი, მიტროვიჩი და სხვა მოთამაშეები ნერვიულობდნენ, რაც მოსალოდნელი იყო. ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ, ნახევარდაცვაში ორგანიზებულად ვითამაშეთ. სერბეთმა კონტრშეტევიდან გაგვიტანა, მაგრამ ის ჩვენზე უკეთესი გუნდია და ნერვიულობის მიუხედავად, სამი-ოთხი კარგი მომენტი ჰქონდა. უნდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი მეკარე შესანიშნავი იყო და მსურს მთელს გუნდს მადლობა გადავუხადო. იმიტომ, რომ ისინი საკვალიფიკაციო ეტაპის თითოეულ თამაშში 100 პროცენტზე მეტად იხარჯებიან.

ფეხბურთელები, რომელსაც შანსი მივეცი კარგად ითამაშეს. რაც შეეხება ჩემს მომავალს საქართველოს ნაკრებში. მე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება ჩვენი გუნდის კაპიტანზე, რომ მას ყურადღება მიაქციონ კლუბებმა, ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელი და ძალიან კარგი პიროვნებაა, ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშნველოვანი მოთამაშე, მაგრამ ამჯერად კლუბის გარეშეა. ის ამ ეტაპზე თავისუფალი აგენტია, მაგრამ დაუჯერებელია, რომ ის ამჯერად კლუბში არ თამაშობს, ჩემი კარიერის განმავლობაში ის ნამდვილად ერთერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი.

სერბეთი – საქართველო 1:0
ბელგრადი, „რაიკო მიტიჩი“
საქართველო: მაკარიძე, ხოჭოლავა, კაშია, კანკავა, ყაზაიშვილი, ქვილითაია (78’ მერებაშვილი), გვილია, აბურჯანია (82’ დვალიშვილი), ჯიღაური (86’ ჰუფნაგელი), კაკაბაძე, ნავალოვსკი
სათადარიგო შემადგენლობა: ლორია, კვასხვაძე, უ. ლობჟანიძე, კვერკველია, კვეკვესკირი, ჭანტურია, დვალი, შერგელაშვილი, სხირტლაძე
გოლი: 1:0 პრიოვიჩი (74)
გაფრთხილება: 19’ ქვილითაია, 43’ მატიჩი, 70’ ნიკოლა მაკსიმოვიჩი, 75’ პრიოვიჩი, 86’ გვილია

D ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა უელსი-ირლანდია 0:1 მოლდოვა-ავსტრია 0:1 კარდიფში გამარჯვების შემდეგ, ირლანდიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

 

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფის სატურნირო ცხრილი
სერბეთი 10 6 3 1 20 10 10 21
ირლანდია 10 5 4 1 12 6 6 19
უელსი 10 4 5 1 13 6 7 17
ავსტრია 10 4 3 3 14 12 2 15
საქართველო 10 0 5 5 8 14 -6 5
მოლდოვა 10 0 2 8 4 23 -19 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები