LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომბორის უღელტეხილთან ბენზინმზიდი აფეთქდა

43

გომბორის უღელტეხილთან, სოფელ კობაძეში თელავის მიმართულებით მოძრავი ერთ-ერთი ნავთობკომპანიის კუთვნილი ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და აფეთქდა.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ავტომანქანაში მყოფმა მძღოლმა სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოხტომა მოასწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები