LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომის მთაზე ხანძარია

79

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გომის მთის ფერდობზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით ხანძარს შსს-ის მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები და ადგილობრივი მცხოვრებლები აქრობენ.

ამასთან ცნობილია, რომ სახანძრო მანქანებს ცეცხლის კერამდე მისვლა უჭირთ.

ცეცხლი ტყის მასივთან ახლოს არის გაჩენილი, თუმცა ფართობი ჯერჯერობით უცნობია და სავარაუდოდ გათენებამდე ამ მონაცემების დადგენა შეუძლებელი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები