LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GOOD GIRL – სუნამო ლურჯ ფეხსაცმელში: ”ისი-პარიმ” მომხმარებელს ახალი სუნამო წარუდგინა

1636

პარფიუმერულმა კომპანიამ ”ისი-პარი” ქართველ მომხმარებელს ახალი სუნამო წარუდგინა. სუნამო სახელწოდებით GOOD GIRL კაროლინა ერერამ შექმნა. როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, სუნამოს კონცეფცია არის შემდეგი – ”ძალიან კარგია, ხანდახან იყო ცუდი”.

”ეს სუნამო განკუთვნილია ქალბატონებისთვის, რომლებსაც ორმაგი სახე აქვთ – ანუ ძალიან კარგი გოგონები არიან, თუმცა ხანდახან საკუთარ ქცევაში აღვიძებენ ცუდ გოგოს. ეს ყოველივე კი ნიშნავს მიმზიდველობას, სიკეკლუცესა და მაცდურებას”, – აღნიშნა შამუგიამ.
მისივე ინფორმაციით, სუნამოს არომატი არის ძალიან განსხვავებული. GOOD GIRL – ორაკორდიანი სურნელი, ტონკა ბინის, კაკაოს, მოხალული ყავის, ტუბეროზასა და ჟასმინის ერთობლიობაა.

რაც შეეხება შეფუთავს, როგორც ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განმარტა, მსოფლიო პარფიუმერიის ისტორიაში ის არის ”ნოუჰაუ” და მისი მსგავსი აქამდე არ ყოფილა.
”ეს არის ულამაზესი ლურჯი ფეხსაცმელი სრულიად შუშის, დიდი ოქროსფერი ქუსლით და წარმოუდგენიელია, რომ ასეთ ლამაზ ფეხსაცმელში მოქცეულია ეს ჯადოსნური სითხე”, – აღნიშნა შამუგიამ.

მისივე თქმით, GOOD GIRL უკვე წარმოდგენილია ”ისი-პარის” მაღაზიათა ქსელში. სუნამო სამნაირ შეფუთვაშია – 80, 50, 30 მილილიტრიან შეფუთვებში. შესაბამისად ღირებულებაც- 374, 254 და 165 ლარია. თუმცა, როგორც ხატია შამუგია ამბობს, 1 დეკემბრიდან ”ისი-პარი” მომხმარებელს წინასაახალწლო ფასდაკლებებს შესთავაზებს, რომლის ფარგლებშიც GOOD GIRL-ის ფასიც შეიცვლება.

ცნობისთვის, ”ისი-პარის” პირველი მაღაზია თბილისში 1995 წლის 29 მარტს, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. ამ ეტაპზე ბრენდი საქართველოში 22 მაღაზიითაა წარმოდგენილი – აქედან 18 მაღაზია თბილისში მდებარეობს, დანარჩენი 4 კი – ფოთში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

 

15058787_1324276474272549_1734345283_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები