LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-მა Apple ჩააჩოჩა

45

წელს Google-მა Apple-ი უკან ჩამოიტოვა. როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა ”ტელეგრაფი” წერს, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ახალი რეიტინგი შედგა, რომლის სათავეშიც Google-ი მოექცა.

ბოლო 12 თვის მონაცემების შეჯამებით, სწორედ ეს უკანასკნელი ლიდერობს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სიას. Google-ის ღირებულება დღეისათვის 109 მილიარდი დოლარია, მაშინ როცა გასულ წელს მხოლოდ 87 მილიარდს შეადგენდა.

რაც შეეხება რეიტინგის მეორე პოზიციაზე გასულ Apple-ის, მან წელს პირველობა Google-ის დაუთმო და ამდროისთვის მისი ფასი 107 მილაირდი დოლარია.

ცნობისთვის, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების „ტოპ-ათეულში” ასევე მოხვდნენ: Amazon, Microsoft, Samsung, Facebook და სხვა ცნობილი ბრენდები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები