LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google მონოპოლისტად სცნეს და თითქმის 3 მილიარდით დააჯარიმეს

28

კომპანია Google რეკორდული თანხით დაჯარიმდა. ევროკომისიამ მას 2,7
მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა.

როგორც უცხოური მედია წერს, ევროკომისიამ Google საკუთარი საძიებო სისტემის ბოროტად გამოყენებაში სცნო დამნაშავედ. კერძოდ, მის მფლობელობაში არსებული სავაჭრო პლატფომების სასარგებლოდ, სხვა პლატფორმების შეზღუდვაში. ევროკომისიის დასკვნით, Google საკუთარ სავაჭრო პლატფორმებს საძიებო სისტემის პირველ ადგილებზე ანთავსებდა.

Google-ს ჯარიმის გასაჩივრების უფლება აქვს, თუმცა კორპორაციას თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები