LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორან ბრეგოვიჩი Black sea arena-ზე კონცერტს გამართავს

608

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, თანამედროვე კომპოზიტორი გორან ბრეგოვიჩი Black sea arena-ზე კონცერტს გამართავს.

კონცერტი 26 აგვისტოსაა ჩანიშნული და ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე უკვე დაიწყო. 

გორან ბრეგოვიჩი უამრავი ცნობილი სიმღერისა და საუნდრეკის ავტორია. მათ შორის, მან შექმნა მუსიკა ემირ კუსტურიცას ცნობილი ფილმებისთვის, რომლებსაც  ასრულებდნენ ისეთი კალიბრის ვარსკვლავები, როგორიცაა იგი პოპპი და სეზარია ევორა.
მისი მუსიკა  ერთმანეთში აერთიანებს ბალკანურ ფოლკლორს, როკსა და სიმფონიას. სწორედ ეს,  ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულებების სინთეზი ტოვებს მსმენელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.

“გორან ბრეგოვიჩი მუდმივად  ეწევა აქტიურ საგასტროლო მოღვაწეობას  „Wedding and Funerals Orchestra“-ს თანხლებით, რომელსაც თავადვე ხელძღვანელობს და არცერთ ქვეყანაში არ ტოვებს ცარიელ ადგილებს საკონცერტო დარბაზებში”, – აცხადებენ კონცერტის ორგანიზატორები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები