LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორავ ჩოპრამ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და საქართველო დატოვა

262

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინდოელმა ვარსკვლავმა, გორავ ჩოპრამ პროექტი დატოვა. ის საქართველოდანაც გაემგზავრა. მან არხთან შეთანხმებით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პროექტთან დამშვიდობების გადაწყვეტილება მიიღო. ჩოპრამ გამგზავრების წინ „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებას კომენტარი მისცა და თაყვანისმცემლებს თანადგომისთვის დიდი მადლობა რამდენიმე ენაზე გადაუხადა გადაუხადა.

„მხოლოდ მადლობას არ დავჯერდები, ეს სიტყვები არ არის საკმარისი იმ მადლიერების გამოსახატავად, რასაც ქართველი ხალხის წინაშე ვგრძნობ. ეს ვალია, რომლის გადახდასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შევეცდები“.

გორავს გული სწყდება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოუწია „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გამოთიშვა. კისრის არეში ტკივილები მსახიობს თურმე ისედაც აწუხებდა, სამეჯლისო ცეკვებში ვარჯიშმა კი მისი მდგომარეობა უფრო დაამძიმა.

როგორც „ცეკვების“ ოფიციალური გვერდი წერს, გორავ ჩოპრას ფინალურ შოუზე ელოდებიან. მსახიობი ამბობს, რომ საქართველოში გატარებული თვენახევარი მისთვის სიზმარივითაა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები