LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის ცენტრში 30 წლამდე მამაკაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს

120

გორის ცენტრში 30 წლამდე მამაკაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს. დაკავებული ამ წუთებში პოლიციელების კითხვებს პასუხობს. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება დაჭრილს, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდა მამაკაცს გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით ჰქონდა მიყენებული.

ის გვიან ღამით უგონო მდგომარეობაში, სტალინის გამზირზე გამვლელებმა შენიშნეს. მათვე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. დანაშაულის მოტივს გამოძიება დაადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები