LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის ცენტრში მაღაზიაზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა

53

გორის ცენტრში, სტალინის ქუჩის #23-ში მდებარე მარკეტში „ბუმი” ცოტა ხნის წინ უცნობი პირი შეიჭრა. გამვლელების ინფორმაციით, მარკეტში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხა მოითხოვა.

მარკეტის მეპატრონეს თავდასხმის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად, უცნობია, შეძლო თუ არა უცნობმა პირმა თანხის გატაცება. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები