LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის ციხესთან ხანძარია – ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ

109

გორის ციხის ფერდობზე ძლიერი ხანძარია.  ცეცხლი ცენტრალური ასასვლელისმხრიდან გაჩნდა და ის ხმელ ბალახებსა და ბუჩქებს მოედო.

ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ქვიანი ფერდობის გამო, მისი ჩაქრობა დროულად მოხერხდა, თუმცა ადგილზე მაინც რჩებიან სამაშველო და სახანძრო სამსახურები.

ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ის გაუფრთხილებლობამ გამოიწვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები