LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის “დილას” სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

49

გორის „დილას“ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბ „დილას“ და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ შსს-მ ძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად არავინ დაშავებულა.

საფეხბურთო კლუბების გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს შორის მოედანზე დაპირისპირება დაიწყო, კონფლიქტში გულშემატკივრებიც ჩაერთვნენ. სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ორივე გუნდის მხარდამჭერებმა დაამტვრიეს და დააზიანეს სტადიონის სკამები. სამართალდამცველების დახმარებით ორივე გუნდის მოთამაშეებმა სტადიონი უსაფრთხოდ დატოვეს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გორის „დილას“ სტადიონზე „დილას“ გულშემატკივრებსა და თბილისის „დინამოს“ ფანებს შორის დაპირისპირება გუშინ საღამოს მოხდა. დამტვრეულია ინვენტარი.

დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები