LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის ეკლესიაში მრევლმა წერილი და ხელყუმბარა იპოვა

383

გორში, ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიაში, მრევლმა ხელყუმბარა იპოვა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შსს–ს ცნობით, ხელყუმბარა წერილთან ერთად იდო, სადაც პირი განმარტავდა, რომ ის არასაბრძოლო მდგომარეობაში დატოვა ეკლესიაში და საშიში არ იყო.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ პირს ხელყუმბარა აგვისტოს ომის შემდეგ აქვს, არ იცის სად წაიღოს და ტაძრის მსახურებთან აქვს თხოვნა, რომ ხელყუმბარა სამართალდამცველებს გადასცენ. პიროვნებამ აღნიშნულის გამო შენდობა ითხოვა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები