LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები აზერბაიჯანში ავარიაში მოყვნენ

46

გორის ერთ-ერთი სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები და პედაგოგები აზერბაიჯანში, ბაქოსკენ მიმავალ გზაზე ავარიაში მოყვნენ. არსებული ინფორმაციით, სხეულის დაზიანება რამდენიმე მგზავრმა და მძღოლმა მიიღო.

როგორც გორის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი აცხადებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად, ის პედაგოგთან და მოსწავლეებთან დაკავშირებას და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას და დეტალების დაზუსტებას ცდილობს.

ექსკურსიაზე მყოფი ახალგაზრდების ახლობლების ინფორმაციით, ავტობუსს სატვირთო მანქანა შეეჯახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები