LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება

105

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გორის გვირაბი რამდენიმე საათით დაიხურება. 25 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00-დან დილის 07:00-მდე, გორის გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე (აღმოსავლეთ-დასავლეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ გორის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00-დან დილის 07:00-მდე, აღნიშნული გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე (აღმოსავლეთი-დასავლეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ავტომობილთა ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.ასევე, 27 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00–დან დილის 07:00-მდე, აღნიშნული გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება და ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები