LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით ხორციელდება

45

გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით ხორციელდება. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88 კმ-ზე მდებარე გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში  გაწმენდითი და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 29, 30 და 31 მაისის დილის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა  გვირაბში, რომელიც ამჟამად ავტოტრანსპორტის მოძრაობისგან თავისუფალია ლიახვის ხიდზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები