LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის რაიონიდან ადგილობრივი მცხოვრები გაიტაცეს

82

გორის რაიონის სოფელ ზერტიდან ადგილობრივი მცხოვრები გაიტაცეს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, 47 წლის ჯიმშერ ტიელიძე ოკუპანტებმა სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან ჯიშერ ტიელიძე სოფლის მიმდებარედ ტყეში ფიჩხის მოსაგროვებლად იყო წასული. ეს ოკუპანტების მიერ ჯიმშერ ტიელიძის დაკავების უკვე მეორე შემთხვევაა. მომხდარის შესახებ საქმის კურსში არიან სამართალდამცავებიც და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები