LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორკა გომეს ანდრეუ SPOTLIGHT AWARD-ის მფლობელი გახდა

106

4 თებერვალს ლოს ანჯელესში Outstanding Achievement Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალი 31-ედ გაიმართა.

პრესტიჟულ ჯილდოს ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება ყოველწლიურად გასცემს.

წელს სხვადასხვა ნომინაციაში ისეთი ცნობილი და წარმატებული ფილმები იყო წარდგენილი, როგორებიცაა: Arrival, Lion, La La Land, Moonlight და Silence.

ერთ-ერთ ჯილდოსთვის Spotlight Award 3 სხვა ნომინანტთან ერთად იბრძოდა ოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ ფილმისთვის “სხვისი სახლი”, რომელმაც ნომინაციაში გამარჯვება და ჯილდოს მოპოვება შეძლო.

რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე.

ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები