LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში, 11 მილიონიანი სპორტის სასახლის მშენებლობა დასკვნით ფაზაში შევიდა

128

გორის სპორტის სასახლის მშენებლობა დასკვნით ფაზაში შევიდა. შენობაში რკინის კონსტრუქცია მონატჟდება, რომელიც კანადიდან მშენებლობის პროცესში ჩართულმა კანადურმა კომპანიამ  – “ბეჰლემ ინდუსტრიმ“ ჩამოიტანა.

სექტემბრიდან დაგეგმილია შიდა, მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაწყება. მშენებლობის პროცესი ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ახალი სასახლის მშენებლობაზე 11 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

სასახლის დიდი დარბაზი 1 500, ხოლო პატარა დარბაზი 500 გულშემატკივარზეა გათვლილი.

სპორტის სასახლეში მშენებლობის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება – ხელბურთში, ფრენბურთში, ფუტსალში, ჭიდაობაში, ძიუდოში რეგიონალური და საქართველოს პირველობების ჩატარება. ამასთან, ახალი სპორტის სასახლე ზოგიერთ სახეობაში საერთაშორისო მასშტაბის ტურნირების მიღებასაც შეძლებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, გორში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი და ხელს შეუწყობს, რეგიონში პროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები