LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

47

გორში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 25 წლამდე ახალგაზრდა საავადმყოფოში სავარაუდოდ ცეცხლნასროლი დაზიანებებით მიიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი დაკავებულია.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები