LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში მამაკაცი რძალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

111

გორში ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 75 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, კაცი ფიზიკურად გაუსწორდა რძალს და მასთან ერთად მყოფ ადამიანს. შემთხვევას არასრულწლოვანიც ესწრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები