LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში მსუბუქი ავტომობილის და მოტოციკლის შეჯახების შედეგად, მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა

64

გორის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მოტოციკლი „მერსედესის“ მარკის ტაქსს შეეჯახა. ავარიის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო მოტოციკლის მძღოლმა, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდამ.

ასევე მსუბუქი დაზიანებები მიიღეს ტაქსის მძღოლმა და მგზავრმა.

მოტოციკლის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარება მძიმეა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ტაქსის მძღოლის განცხადებით, მოტოციკლი უკიდურესად გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა და ავარიის თავიდან აცილება ვეღარ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები