LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში სახალხო დამცველის ოფისი გაქურდეს

44

გორში სახალხო დამცველი აპარატის ოფისი გაქურდეს. დილით სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისის თანამშრომელს ოფისის კარი გატეხილი დახვდა, ოფისი კი – გაქურდული.

ადგილიდან წაღებულია პორტატული სამუშაო კომპიუტერი, რომელშიც სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისში შესული განცხადებების ელექტრონული ვერსიები ინახებოდა.

შემთხვევის გამო დაწყებულია გამოძიება. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები