LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში სპორტის სასახლის მშენებლობა იწყება

329

 

გორში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი და ხელს შეუწყობს, რეგიონში პროფესიული და მასობრივი სპორტისგანვითარებას.

სასახლის დიდი დარბაზი 1 500, ხოლო პატარა დარბაზი 500 სტუმარზეა გათვლილი. პროექტი„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება და 2016-2017 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს.

პირველ ეტაპზე სპორტის სასახლეები აშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულებაა 33 850 000 აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება მეორე ეტაპის ჩათვლით 54 350 000 დოლარს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოებს კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრი”გაუძღვება. სამი სპორტული ობიექტის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.

გორში, სპორტის სასახლის საძირკველში დღეს, 15:00 საათზე სიმბოლური კაფსულა ჩაიდება.

კაფსულას შენობის საძირკველში ჩაუშვებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშილი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები. სპორტის სასახლეს კანადური კომპანია “ბეჰლემ ინდუსტრი” ააშენებს.