LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

112

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, შიდა ქართლის რეგიონში მოქმედ მეფუტკრეობის კოოპერატივებსა და მეფუტკრე ფერმერებს სახელმწიფო პროგრამა გააცნო, რომლის ფარგლებშიც გორში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება საათში 800 კგ-მდე თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება, მოეწყობა სასაწყობე ინფრასტრუქტურა.

პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი კრიტერიუმებით, კოოპერატივში გაერთიანებული მეპაიე-კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 კოოპერატივს, რომელთაც საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 7000 სკა. წარმოებული თაფლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს დაეკისრება ვალდებულება დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგოს მიკვლევადობა და HACCP-ის სისტემები.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის თქმით, მეფუტკრეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით, აქვთ შესაძლებლობა, რომ თაფლის კოოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ წარმოებული თაფლი და მისცენ მას საბოლოო სასაქონლო სახე, რომ მოახდინონ დიდი რაოდენობით ერთგვაროვანი თაფლის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მიწოდება.

“მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა 2018 წელს განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები