LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში, ვიცე-მერის ოჯახი დააყაჩაღეს

34

გორის ცენტრში ქალაქის ვიცე-მერის ოჯახი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მძარცველი ვიცე-მერის სახლში შეიჭრა.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც “რუსთავი 2” წერს, ვიცე-მერის ოჯახში ამ დროს ძიძა იმყოფებოდა ბავშვებთან ერთად. მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მეზობლების ინფორმაციით, ოჯახიდან წაღებულია ძვირფასეულობა და ფული.

“ფორტუნას” შსს-მ გორში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი დაუდასტურა. როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები