LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრაკლიანის გორაზე ძველი წელთაღრიცხვის მეთერთმეტე-მეათე საუკუნეების წარწერა აღმოაჩინეს

433

სენსაციური აღმოჩენები გრაკლიანის გორაზე – „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს წარწერა, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის მე-11 მე-10 საუკუნეებით თარიღდება. აღმოჩენა შარშან, იგოეთთან, გრაკლიანის გორაზე მიმდინარე გათხრებისას გაკეთდა, თუმცა წარწერის თარიღი ასეთი სიზუსტით მხოლოდ ახლა დადგინდა.

გრაკლიანის გორა კაცობრიობის განვითარების ისტორიას ინახავს და გვიჩვენებს აქამდე აღმოჩენილი დამწერლობის უძველეს ნიმუშებს. მსოფლიოში არსებული14 დამწერლობიდან ქართული მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ახალმა თარიღმა დამწერლობის რიგითობა უნდა შეცვალოს, რადგან ჩინური იეროგლიფებისა და ლურსმული დამწერლობის შემდეგ უცნობი მოხაზულობები, რომელიც საქართველოში აღმოჩნდა, უძველესია.

არქეოლოგიური კვლევები ასევე ადასტურებს, რომ აქ იყო არა სპონტანური დასახლება, არამედ ორგანიზებული საზოგადოება, სადაც იცავდნენ ტრადიციებს და ამზადებდნენ ესთეტიკურ ნივთებს.

 

პოპულალურები