LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრანდიოზული კონცერტი ევროპის მოედანზე – საქართველო ვიზალიბერალიზაციას ზეიმობს

49

მეორე დღეა, თბილისში ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები მიმდინარეობს.

დღეს 21:00 საათზე ევროპის მოედანზე სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის – საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება.

კულტურის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე, ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი. კონცერტი ევროპის მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება, 2 საათს გასტანს და საზეიმო ფოერვერკით დასრულდება.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში კულტურული ღონისძიებები აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები