LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრეის 50 ელფერი“ სავარაუდოდ ქორწილით სრულდება (ფოტო)

1031

ვანკუვერში „გრეის 50 ელფერის“ მეორე ნაწილის გადაღებები მიმდინარეობს. გადასაღებ მოედანზე არაერთხელ ვიხილეთ ჯემი დორნანი, დაკოტა ჯონსონი და კიმ ბესინგერი.

ამჯერად ინტერნეტში გამოჩნდა ახალი ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ გადაღებები დასასრულს მიუახლოვდა. დაკოტა ჯონსონი და ჯემი დორნანი ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ  კადრში. ჯონსონს კი ნიშნობის ბეჭედი უკეთია, რას იმას ნიშნავს, რომ მისტერ გრეიმ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა. მათთვის, ვისაც ი-ელ ჯეიმსის რომანი წაკითხული აქვს, ეს საიდუმლო არაა. მათთვის კი ვინც სიუჟეტური ხაზის განვითარებას ეკრანზე ადევნებს თვალს, ეს ერთგვარი აზარტია. ახალი ფილმი ეკრანებეზე 2017 წლის თებერვალში გამოდის. გადამღებ ჯგუფს მეორე ნაწილში შეუერთდნენ კიბ ბესინგერი, ბელა ჰიტკოტი, ჰიუ დენსი, ტაილერ ჰეკლინი და რიტა ორა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები