LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი ახალი ჯაშუშური სერიალით ბრუნდება (ვიდეო)

665

„გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი სანდრა ოუ, რომელიც ცნობილ სატელევიზიო შოუში ექიმ კრისტინა იანგის როლით დაგვამახსოვრდა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეკრანებზე ბრუნდება. „ოქროს გლობუსის“ მფლობელ სანდრა ოუს მალე  BBC America-ს ახალ ჯაშუშურ სერიალში ვიხილავთ, რომლის სახელწოდებაა „ევას მკვლელობისას“. სიუჟეტის ცენტრში ორი ქალის ისტორიაა. მათგან ერთ-ერთი MI5-ის აგენტი, ხოლო მეორე დაქირავებული მკვლელია. სანდრა ოუს გმირის ამოცანა მკვლელის განადგურებაა. სანდრას პარტნიორი ფილმში ჯოდი კომერია, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა სერიალებით „ცამეტი“ და „თერი პრინცესა“.

სერიალის გადაღებები 2017 წელს დაიწო და მისი პირველი ეპიზოდი ეკრანებზე 8 აპრილს გამოვიდა. უკვე ცნობილია, რომ სერიალს მეორე სეზონიც ექნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები