LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიბოედოვის თეატრი მოსკოვში გასტროლისთვის ემზადება

267

თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი მოსკოვში გასტროლს გამართავს – რუსეთის დედაქალაქის თეატრალურ ცენტრში „სტრასტნოიზე“  დასი სპექტაკლ „ალუბლების ბაღს“ ითამაშებს. გასტროლი რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის მოწვევით ხორციელდება.

ჩეხოვის უკანასკნელი და ყველაზე ცნობილი პიესის სცენური ვერსია რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ  დადგა. რანევსკაიას როლს მსახიობი გურანდა გაბუნია ასრულებს, რომელმაც 2015 წელს აღნიშნული როლისთვის უკრაინაში დიპლომი მიიღო, ნომინაციაში „თეატრისადმი ერთგული მსახურებისთვის“.

სპექტაკლის პროდიუსერია ნიკოლოზ სვენტიცკი, მხატვარი – მირიან შველიძე, კოსტუმების მხატვარი – თეო კუხიანიძე. მონაწილეობენ:გურანდა გაბუნია, ირინა მეღვინეთუხუცესი, ოლეგ მჭედლიშვილი, არჩილ ბარათაშვილი, ივანე ქურასბედიანი და  მიხეილ არჯევანიძე.

 

სპექტაკილ 19 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები