LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიბოედოვის თეატრს 170 წელი უსრულდება

87

გრიბოედოვის თეატრს 170 წელი უსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისი სხვადასხვა საიუბილეო ღონისძიებას მასპინძლობს.

28 ოქტომბერს, გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზში საზეიმო საღამო მოეწყო, რომელიც საქართველოში რუსული თეატრის 170 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

საზეიმო საღამოზე გაიხსნა სახალხო არტისტების გიგა ლორთქიფანიძისა და ლეონიდ ვარპახოვსკის მემორიალური დაფები. შედგა ასევე წიგნის – „ბედის პარტიტურა. ლეონიდ ვარპახოვსკი“ პრეზენტაცია.

გრიბოედოვის თეატრის 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება თბილისში 26-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. ღონისძიებებში მონაწილეობენ  ქართული თეატრის წარმომადგენლები, თეატრების დირექტორები და სამხატვრო ხელმძღვანელები 21 ქვეყნიდან. იუბილეს სპეციალური სტუმრები არიან სახალხო არტისტები ოლეგ ბასილაშვილი, ვასილ ლანოვოი და ირინა მურავიოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები