LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ გოგელია მწყემსის საქმეზე: „დაკმაყოფილდა „ბრძენ ბებოთა“ და „ჭეშმარიტ დედათა“ ანსამბლი?“

78

ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი გარემოებების გამოვლენამ სოციალურ ქსელებში მწყემსის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააცოცხლა მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა. მოგეხსენებათ, სამზარაულის ექსპერტიზის მძიმე დასკვნის დეტალები მედიისთვის გახდა ცნობილი.

გრიგოლ გოგელია მწყემსის საქმესთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას „ფეისბუქზე“ აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ აქამდე უდანაშაულობის პრეზუმფციას იცავდა, ახლა კი, ახალი გარემოებების გამოვლენის კვალდაკვალ, ამბობს, რომ თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ მწყემსი დამნაშავე გახლდათ.

  1. კობაურმა ჯერ რაიან სმიტი მოკლა.
  2. მერე ბავშვი, თავში მიბჯენით.
  3. გული ჩამწყდა, როცა ახლა შევიტყვე, რომ საბრალო დედამ ეს ყველაფერი სიცოცხლეშივე ნახა. ყველაზე მეტად ქალი დატანჯულა.
  4. აი, ამ დროს გაიქცა სასოწარკვეთილი ქალი. ეს მანიაკი დაედევნა, ჩიხში მოიმწყვდია, ჯერ გააუპატიურა, მერე კი თავი წყალში აყოფინა. ლორა სმიტი დახრჩობით არის გარდაცვლილი.

ნეტავი თუ დაკმაყოფილდა კომფორტულ სავარძელში მჯდომ „ბრძენ ბებოთა“ და „ჭეშმარიტ დედათა“ ანსამბლი, რომელიც „გაქცეულ დედაზე“ და „საცოდავ მწყემსზე“ ბოდიალობდა სოლიდარულად თუ ვაივიშით?

მე არაფერს ვწერდი და არც მქონდა უფლება. ვიცავდი უდანაშაულობის პრეზუმციას. არასდროს ადამიანებს ფიზიონომიით არ განვსჯი. მაგრამ, ეს არ ნიშნავს რომ ვერაფერს ვხედავ.

ამ ნაბიჭვრის გაყინული სახე დავინახე თუ არა, მაშინ პირველად დავრწმუნდი, რომ მისი ჩადენილი იყო (მე, პირიქით, იქამდე უფრო მქონდა სკეფსისი).

გაყინული სახე, რომელიც გარეგნულად ცივი იყო, მაგრამ, თუ შეძლებდი დაგენახა, შინაგანად სიამოვნებით იღიმოდა იმ კადრებზე, რომელიც ხადას ხეობაში შექმნა. წარმოდგენაც არ მიჭირს, რა სიამოვნება მიიღო ამ ანტიადამიანმა.

რამდენიმე სამუდამოს პრაქტიკა თუ არის ჩვენს სამართალში, მინიმუმ სამი ეკუთვნის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები