LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლია: რამდენ გადაცემასაც ვაკეთებ ხორავას ქუჩის გამოძიებაზე, იმდენჯერ აქტიურდება ამ მანიაკის თემა

94

ინგა გრიგოლია პროკურატურას, მის საქმესთან დაკავშირებით, გამოხმაურებაზე აკრიტიკებს.

გრიგოლია, მასზე ფსიქოლოგიური შევიწროების განხორციელებას ხორავას ქუჩასთან დაკავშირებით გაკეთებულ გადაცემებს უკავშირებს.

“მიპასუხა პროკურატურამ (ვაი მაგათ პატრონს), კი დავიჭირეთ ეს მანიაკი შენზე ძალადობის გამო,მაგრამ სრული უფლება აქვს გააგრძელოს შენთან რეკვა და მუქარა -შევიწროება, იმიტომ რომ შურაცხადიაო,ასეთია ჩემს ენაზე პროკურატურის განცხადება. კაცი,რის გამოც დაიჭირეს და რის გამოც დახმარებას ვთხოვდი სახელმწიფოს,თურმე უფლებამოსილია განაგრძოს ჩემთან რეკვები.

ამის მერე როგორ მქონდეს ჩემი სახელმწიფოს იმედი,რომ ძალადობისგან დამიცავს!! უკვე ასიდან ასი პროცენტით მჯერა,რომ ამ მანიაკს ჩემზე ზემოქმედებისთვის იყენებდნენ და გამოიყენებენ მომავალში,მაგრამ ვერ მოგართვით!!! სადაც თქვენი დაიკვეხოთ,პროკურატურავ!!!!!! რამდენ გადაცემასაც ვაკეთებ ხორავას ქუჩის სამარცხვინო გამოძიებაზე,იმდენჯერ, ვითომ შემთხვევით რომ აქტიურდება ამ მანიაკის თემა ჩემს ცხოვრებაში. ამიერიდან უფრო გულდასმით გავაშუქებ ყველა თემას,” – წერს გრიგოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები