LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგორი კარასინმა ის მიზეზი განმარტა, რა უშლის ხელს რუსეთს, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღოს

71

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ის მიზეზი განმარტა, რა უშლის ხელს რუსეთს, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღოს.

მისი განცხადებით, სხვა საკითხების გარდა, ამის ხელშემშლელი მიზეზია საქართველოს სიახლოვე სამხედრო კონფლიქტების ზონასთან.

„საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას ხელს უშლის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების უქონლობა, რომელიც თბილისმა 2008 წელს ცალმხრივად გააუქმა, არამედ ამ საკითხში დიდ როლს თამაშობს ასევე ამ რეგიონში არსებული უსაფრთხოების არარსებობა. საქართველოსთან ახლოს ხდება სამხედრო კონფლიქტები, დაფიქსირებულია ამ გზით რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შეღწევის მცდელობა. ამიტომ ეს სიტუაცია სერიოზული განხილვის და ექსპერტების ანალიზის საგანს წარმოადგენს“, – განაცხადა კარასინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები