LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგორი ლეპსის მაამებლური ვიდეომიმართვა პუტინს და სიმღერა დაბადების დღის მისალოცად (ვიდეო)

330

ქართული წარმოშობის მომღერალმა, გრიგორი ლეპსმა, სხვა ცნობილი რუსი სახეების მსგავსად, 7 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღე სპეციალური ვიდეომიმართვის საშუალებით მიულოცა.

ლეპსი ვლადიმერ პუტინს მიმართავს და ამბობს:

„მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასო პრეზიდენტო, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ. გილოცავთ დაბადების დღეს. ჯანმრთელობას, ჯანმრთელობას და კიდევ ერთხელ ჯანმრთელობას გისურვებთ.

რაც მთავარია, უნდა გისურვოთ პოლიტიკური დღეგრძელობა, რაც, დარწმუნებული ვარ, აუცილებელია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ვაშა, მეგობრებო“.

ვიდეოს ის დაბადების დღის სიმღერის შესრულებით ამთავრებს, ინგლისურ ენაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები