LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად ჯერ არ გამოვლენილა – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

59

„გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად ჯერ არ გამოვლენილა,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, განაცხადა. გამყრელიძის თქმით, საზოგადოებაში იზრდება აცრის კულტურა, სამიზნე პოპულაციების თითქმის 85% აცრილია და, ასევე, აქტიურობს კერძო სექტორიც.

გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად ჯერ არ გამოვლენილა, ახლა ველოდებით ნოემბრის ბოლოსდეკემბრის პირველ კვირაში. ვაკვირდებით სიტუაციას, წარმატებით მიმდინარეობს აცრები. სამიზნე პოპულაციების თითქმის 85% აცრილია. აცრის კუთხით როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორიც აქტიურობს. აცრის კულტურა იზრდება ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს .. ზედამხედველობის ქსელი ანუ ვაკონტროლებთ ქვეყანაში ვირუსების ცირკულაციას,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას რეკომენდაციებითაც მიმართა, ესენია: აცრის გაკეთება, ჰიგიენური ნორმების დაცვა – ხელის ხშირი დაბანა, ხშირი განიავება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, მაღალი ტემპერატურის შემთვევაში ექიმს მიმართონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები