LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპისა და გაციების წინააღმდეგ „მებრძოლი“ პროდუქტები  

846

მედიკამენტების მრავალფეროვნების მიუხედავად, გრიპსა და გაციებას ყველაზე ეფექტურად მაინც ნატურალური პროდუქტი ებრძვის, რომელიც თავისი ვიტამინებისა და მინერალების წყალობით მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნიტეტს.

 

იოგურტი და სხვა რძემჟავა პროდუქტი იმ სასარგებლო ბაქტერიებს შეიცავს, რომელიც კუჭნაწლავის ტრაქტსაც იცავს და იმუნურ სისტემასაც აძლიერებს.

 

ხახვი და ნიორი ეფექტურად დაგიცავთ გაციებისგან. თუმცა, ბოსტნეული აუცილებლად ცოცხლად უნდა მიირთვათ, რადგან თერმულად დამუშავებული, სწრაფად კარგავს სასარგებლო თვისებებს.

 

თევზი და ზღვისპროდუქტი სელენს, ცინკს და ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს. თევზი კი, საგრძნობლად ამცირებს დეპრესიისა და უმიზეზო განგაშის შეგრძნებას.

 

კივი დიდი რაოდენობით С-ვიტამინს შეიცავს, რომელიც ორგანიზმს გააძლიერებს და ინფექციასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

 

თავისი სასარგებლო თვისებების წყალობით, თაფლი დიდი ხანია ერთ-ერთ საუკეთესო „წამლად“ ითვლება. თუმცა, არ ღირს მისი ცხელ ჩაისა და რძეში გახსნა.

 

ანტიოქსიდანტების და Е-ვიტამინის, მანგანუმისა და ცინკის წყალობით, გოგრის თესლი აძლიერებს იმუნიტეტს და ეფექტურად ებრძვის გაციებას.

 

მანგანუმს და კალიუმს, С და В6 ვიტამინების შემცველი ტკბილი კარტოფილი, პრაქტიკულად შეუჩვლელი პრიდუქტია გაციების და სტრესისს დასამარცხებლად.

 

ქათმის ბულიონი სწრაფად შეამსუბუქებს თქვენს მდგომარეობას და დაგეხმარებათ დაკარგული ენერგიის აღდგენაში.

 

ჩაი სანელებლებით ამცირებს ყელის ტკივილს და ხელს უწყობს ოფლის გამოყოფას, რაც დაგეხმარებათ სწრაფად გამოჯანმრთელებაში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები