LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გროზნოში მართლმადიდებლურ ტაძარზე თავდასხმა მოხდა

106

გროზნოში მართლმადიდებლურ ტაძარზე თავდასხმა მოხდა. გამოცემა Kavkaz Uzel-ის ცნობით, ეკლესიის ტერიტორიაზე 4 შეიარაღებული მებრძოლი შეიჭრა. თავდასხმის დროს ორი პოლიციელი და ეკლესიაში მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა, მოკლულია ოთხივე თავდამსხმელიც. მათი ვინაობა უკვე დადგენილია. სამი მათგანი ჩეჩნეთის მცხოვრები იყო.

ორმხრივი სროლის დროს ერთი გამვლელი და ორი სამართალდამცველიც დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ჯგუფის ლიდერი მეზობელი რეგიონის მცხოვრები იყო, თუმცა ჩეჩნეთის ლიდერს კონკრეტული ადგილი არ დაუსახელებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები