LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გრუზიას” ნაცვლად საქართველო: საჩუქარი ლიტველებისგან

22

ლიტვის სეიმის თავმჯდომარის ვიკტორას პრანცკიეტის ინიციატივაა, რომ 2018 წლისთვის მისმა ქვეყანამ საქართველოსა და ქართველებს საჩუქარი გაუკეთოს.

ის თვლის, რომ ლიტველებმა საქართველოს არა “გრუზია”, არამედ “საქართველო” უნდა დაუძახონ. ამის შესახებ ლიტვური გამოცემები იუწყებიან.

სეიმის თავმჯდომარის თქმით, ამ თემაზე საუბარი ჰქონდა საქართველოში როგორც უბრალო მოქალაქეებთან, ასევე პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.

პრანცკიეტის თქმით, ვილნიუსი ეს საკითხი ელჩთან, ხათუნა სალუქვაძესთან საუბრის დროსაც წამოიჭრა.

“ქართველებს არ უყვართ სიტყვა “გრუზია”. მათ ურჩევნიათ სახელი საქართველო. ამიტომ გამოვიყენოთ სიტყვა საქართველო. ეს მათთვის შესანიშნავი საჩუქარი იქნება”, – განაცხადა ვიკტორას პრანცკიეტმა.

პრანცკიეტის იდეას მხარი დაუჭირა სეიმის რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებმაც.

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები