LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

G&T: საქართველოში ბრენდული სასტუმროების მშენებლობა გრაფიკს ჩამორჩება

52

ოთხი დასრულებული, სამი კი გაუქმებული პროექტი – საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების მშენებლობა საქართველოში გრაფიკს ჩამორჩება. ამის შესახებ Galt&Taggart-ს ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.

G&T-ის ცნობით, 27 საერთაშორისო ბრენდული სასტუმროდან, რომელიც 2016-2018 წლების დაგეგმილი პროექტების სიაში იყო – მხოლოდ ოთხი დასრულდა, სამი პროექტი კი გაუქმდა. დარჩენილი 20 პროექტიდან, მხოლოდ ოთხის დასრულებაა მოსალოდნელი დაგეგმილ ვადებში.

„დაგვიანებული პროექტები შემდეგნაირად ნაწილდება – 13-დან 10 თბილისში, 4-დან 3 ბათუმში და სამივე პროექტი სხვა რეგიონებში. პროექტების გადადება ძირითადად დაკავშირებულია რეგიონულ არასტაბილურობასთან, რომელსაც თან დაერთო ვალუტის კურსის რყევები”, – ნათქვამია G&T-ის მიმოხილვაში.

კომპანიის ცნობითვე, მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ 2018 წლის ბოლომდე საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების ოთახების რიცხვი გაიზრდება 1,371 ოთახით (+79.7% წ/წ) თბილისში, 440 ოთახით (+44.9% წ/წ) ბათუმში და 706 ოთახით (+142.3% წ/წ) სხვა რეგიონებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები