LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გთავაზობთ, 3 დეკემბერს დავიწყოთ სახალხო იმპიჩმენტის პროცესი – მიხეილ სააკაშვილი

36

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ, რადასთან გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ მზადაა, 3 დეკემბერს დაიწყოს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, „სახალხო იმპიჩმენტი“, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

თუკი ხელისუფლება განაგრძობს ჩვენი მოთხოვნების იგნორირებას, გთავაზობთ, 3 დეკემბერს დავიწყოთ სახალხო იმპიჩმენტის პროცესი. დაე, ეს ხალხმა გააკეთოს, – განაცხადა სააკაშვილმა. მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს აღნიშნული პროცედურა.

მანვე მომიტინგეებს მოუწოდა, 12 ნოემბერს მიხაილოვსკის მოედანზე შეიკრიბონ და მოაწყონ მარში ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნისა და იმპიჩმენტის კანონების მიღების მოთხოვნით. სააკაშვილის თქმით, აპირებს, ამ მარშში მონაწილეობა მეუღლესთან და შვილთან ერთად მიიღოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები